მთავარი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს გასაკეთებელი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, თუმცა ამ გზაზე ეს განცხადება გარკვეულწილად პოზიტიური შთაბეჭდილების მომტანია - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
„მთავარი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს გასაკეთებელი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ეს არის მთავარი ტესტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა ამ გზაზე ეს განცხადება გარკვეულწილად პოზიტიური შთაბეჭდილების მომტანია გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე არ საუბრობდა და ფაქტობრივად, ხელს აფარებდა ოლიგარქს. ეს კონტექსტი, რომ თითქოს და ჰუმანიტარულ საკითხად უნდა შემოიფარგლოს მიხეილ სააკაშვილის საკითხი და არ გახდეს პოლიტიკური, თავისთავად არის არა ობიექტური,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.