რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო საქართველოს ახალ ბრალდებას უყენებს.
როგორც ონიშენკომ რუს ჟურნალისტებს განუცხადა, ღორის ე.წ. აფრიკული ჭირი რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან, ფოთის ფორტიდან, ჩრდილოეთ ოსეთზე გავლით შემოვიდა.
"ღორის ჭირი პირველ რიგში ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ადამიანები ამით არ ავადდებიან", - აღნიშნა ონიშენკომ.