რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით კირბალში მომხდარი "ინციდენტის" შემდეგ, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს.
„საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებული ბოლო ინციდენტის გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდა ოფიციალურ თბილისთან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდმარეების უფრო ენერგიული მუშაობის საჭიროებაზე, რათა საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა ზონაში ახალი გამწვავებების თავიდან აცილება მოხდეს. ადგილზე უსაფრთხოების გაძლირებისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება ერთი მხრივ, თბილისს და მეორე მხრივ – სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთახმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე შემდგომი დემარკაციით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.