თავს ვალდებულად მივიჩნევ საქართველოში არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალო. აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-ს ლიდერი ნინო ბურჯანაძე რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
"ძალიან მტკივნეული და გულსატკენია უყურო იმას თუ რა ხდება ახლა ბელორუსში. მიხეილ სააკაშვილმა კი ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ბატონ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ მას მშვენივრად ესმის სულ მცირე არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და სულ მცირე რაც მას უნდა გაეკეთებინა იყო ის, რომ გამოეთქვა იმედგაცრუება იმის გამო რაც დღეს ბელორუსის ქუჩებში ხდება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენთან სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩანს, მე კი თავს ვალდებულად მივიჩნევ საქართველოში არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალო", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები