„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილი მავნებელია და იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, ის საერთოდ აღარ არის პრეზიდენტი.
„ის არ შეიძლება იწოდებოდეს საქართველოს პრეზიდენტად, ის არის მავნებელი და სამწუხაროდ, ჩვენ დავუშვით, როდესაც ის წარვუდგინეთ მოსახლეობას. საქართველოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტის შედეგად აღარ არის პრეზიდენტი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.