„ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით.
„არანაირი კოალიციური მმართველობა. რაც არ უნდა იზრუნონ და იწვალონ, ყალბი კვლევებითა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებით ეს არ გამოუათ. გეტყვით და დაგამშვიდებთ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებით კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.