„ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს, რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციის შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეეშალოს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
„ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ დააზიანოს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი. გარე მტერს მოერევი, გაუმკლავდები იმისთვის, რომ შენი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინო. თუმცა, შენივე ქვეყნის წარმომადგენლები რომ დარბიან ყველგან, რათა ხელი შეუშალონ შენს ქვეყანას, მომავალს, იმაში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს? საერთოდ როგორ აქვთ ამ ადამიანებს პრეტენზია პოლიტიკაში ყოფნის.
არ მიკვირს, რადგან ისინი არ შეცვლილან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, აჩვენეს მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ გაბედო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც მათ აკეთეს. დღეს, კი ქვეყანას და მსოფლიოს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.