ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე პოლიტიკურ სპექტრში 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევაზე არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის პოლიტიკური პლურალიზმის მისაღწევად დაბალი ბარიერი მნიშველოვანი საკითხია, თუმცა ამან არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში.
მისი თქმით, საქართველოში დაბალი ან მაღალი ბარიერი არ განაპირობებს შევძლებთ, თუ არა ავტოკრატიული რეჟიმის ცვლილებას.
„ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა, რომ საკმარისი რაოდენობის მოქალაქე ჩავრთოთ ამ პროცესში და დაბალი ან მაღალი ბარიერის მიუხედავად, ასე შევძლებთ მისი დემოკრატიული ალტერნატივით ჩანაცვლებას. სხვა შემთხვევაში დაბალი ბარიერიც ვერ გვიშველის“ - თქვა თენგო კირთაძემ