რეფორმებმა საქართველოში სულ სხვა მიმართულება მიიღო. ახლა ელიტარული კორუფცია ყვავის. აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-ს ლიდერი ნინო ბურჯანაძე რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში მიმდინარე რეფორმების კომენტირებისას.
"რეფორმები მართლაც იყო, უცილობლად, იმიტომაც ვიყავი 2008 წლამდე ხელისუფლებაში, მაგრამ როდესაც ამ რეფორმებმა სულ სხვა მიმართულება მიიღეს, მაშინ როდესაც იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება გაეძლიერებინათ დაიწყეს სააკაშვილის რეჟიმის გამყარება დაიწყეს მე დავინახე, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წავიდა", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ - "დიახ, საქართველოში პატრული მართლაც არ იღებს ქრთამს, მაგრამ საქართველოში ელიტარული კორუფცია არსებობს, რომელიც აღნიშნული იყო კიდეც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ დასკვნაში სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ელიტარული კორუფციაა".
"ეს კი იმას ნიშნავს, რომ - თქვენ ვერ მოიგებთ ვერ ერთ ტენდერს და ვერ ააშენებთ ვერაფერს იმ შემთხვევაში თუკი თქვენ არ გაქვთ სერიოზული კავშირები ან სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირდაპირი ნებართვა. ელიტარული კორუფცია ნიშნავს იმას, რომ მთელი ბიზნესი სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ კონტროლდება. საქართველოშიMმთელი ბიზნესი დაშინებულია", _ ნინო ბურჯანაძე.