არავითარი ინტერვიუ იმ სახით რა სახითაც იგი გამოქვეყნდა არ ყოფილა. განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-ს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ჟურნალისტებთან საუბარში გაზეთ "ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებული ბადრი ბიწაძის ინტერვიუს კომენტირებისას.
"ეს წარსულია და როგორ მოხვდა ეს გაზეთის ფურცლებზე ჩემთვის დღემდე გაუგებარია. იმიტომ, რომ არავითარი ინტერვიუ სინამდვილეში იმ სახით, რა სახითაც იგი გამოქვეყნდა არ ყოფილა. ახლა არ მინდა დეტალებს ჩავუღრმავდე, თუმცა ვიტყვი, რომ ოპოზიციაში განსხვავებული შეხედულებებია. ოპოზიციაში არიან ადამიანები და პარტიები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უნდა მოემზადონ მხოლოდ ჩვეულებრივი და არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის და უნდა ითბინონ სააკაშვილი მანამ ვიდრე მას თავად არ მოსწყინდება ხელისუფლებაში ყოფნა. თუმცა არის ოპოზიციის სხვა ნაწილი, რომელსაც მე წარმოვადგენ, მათ შორის ეროვნული კრება და რომელიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე - ეს საქართველოსათვის უბედურებაა", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.