ღრმად ვარ დარწმუნებული, თამაზ გინტურს, რომ სცოდნოდა რა შეემთხვეოდა, იგივეს გაიმეორეობდა, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე ეკლესიის და სარწმუნოების დაცვას შეეწირა და რუსებმა ის ლაჩრულად ზურგიდან მოკლეს.
„მოკლეს ეს ადამიანი, მაგრამ ნახეთ, ამ ადამიანმა რა გააკეთა. არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე. საფლავზე მივიდა ადამიანი და მერე ავიდა სალოცავში. ანუ არც წინაპრები არ მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული და მათი სული უნდა შეევედრებინა და კიდევ სხვების სულიც უნდა შეევედრებინა უფლისთვის და ამ დროს კლავენ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იგივეს გაიმეორეობდა. ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ? იქ ნებისმიერ გადასულზე არა მარტო გიჭერენ... სარწმუნოება აქვთ იმათ, კაცობა აქვთ თუ რა? ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მან დაამარცხა ის მტარვალები“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.