მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრების რიგგარეშე ყრილობა რამდენიმე წუთში დაიწყება.
ამ წუთებში ელოდებიან რეგიონებიდან ჩამოსულ დელეგატებს.
ყრილობაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, ზურაბ ნოღიადელი დატოვებს თუ არა პარტიის თავმჯდომარის პოსტს.
როგორც მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" საბურთალოს რაიონული გამგეობის ყოფილმა თავმჯდომარემ ნატო ხოხიაშვილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება დღეს აუცილებლად იქნება მიღებული.
"ყრილობის მიზანია, არსებული გამგეობის შეცვლა. ამ გამგეობამ ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით პარტიის ხალხს ვერ მიხედა და მათთან ფინანსური დავალიანება აქვს. დღეს ვიკრიბებით მოძრაობის წევრები მოთხოვნით, რომ შეიცვალოს ეს გამგეობა და ზურაბ ნოღაიდელმა პოსტი დატოვოს. ჩვენი მოთხოვნები ლეგიტიმური გახდება. წესდების მიხედვით პარტიის წევრთა 1/3 თუ დააკმაყოფილებს გამგეობის შეცვლის სურვილს ამ შემეთხვევაში გამგეობა შეიცვლება", - განაცხადა ნატო ხოხიავილმა.
მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ნოტარიულად დამტკიცდება, შემდეგ გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში და თუ იუსტიციის სამინისტრომ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა, ზურაბ ნოღაიდელი მოძრაობის ლიდერი აღარ იქნება.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს თხოვენ, რომ რიგგარეშე ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტიულებები არ სცნონ.
ყროლობაზე დაახლოებით 200 კაცის მოსვლა იგეგმება და ხოხიაშვილის განცხადებით ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყრილობა ლეგიტიმური იყოს.