საქართველოს საშინაო საქმეებზე რუსეთის ხელისუფლებასთან არ უნდა ვილაპარაკოთ და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგად ესმით რუსეთის ხელისუფლებაში. განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-ს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
"საქართველოს საშინაო საქმე - ეს ქართველი ხალხის საქმეა. მეტიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ხელისუფლებს შეცვლა-არშეცვლის საკითხიც - ასევე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა და მეტსაც გეტყვით: არც ერთ მათგანს, რომელსაც მხარდაჭერა ექნება გარეშე ქვეყნიდან, იქნება ეს აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი თუ ჩრდილოეთი - ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ისინი ვერ გაუძლებენ ხელისუფლების გამოცდას და დიდი ხანი ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები