დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან, გამოძიება გრძელდება, ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილნი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ზარქუა დღეს სხვა დეპუტატებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კირბალში, თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
„ბუნებრივია ამას აქვს ერთი პასუხი, რომ ჩვენ, როგორც სხვა შემთხვევებშიც რეაგირება გვექნება ადეკვატური. მიმდინარეობს გამოძიება, ყველა შესაბამის პლატფორმას გამოვიყენებთ, სადაც მიგვიწვდება ხელი, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილნი. ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებთ.
მე მგონია, რომ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ოკუპირებულია ტერიტორია, ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან, გამოძიება გრძელდება და როდესაც მიეცემა [საშუალება] ჩვენს სახელმწიფოს, ბუნებრივია ექნება რეაგირება და დამნშავეები ვერ დაემალებიან მართლმსაჯულებას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.