ვლადიმერ პუტინთან შეხვედრითა და დიალოგით კმაყოფილი ვარ. აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-ს ლიდერი ნინო ბურჯანაძე რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
"კმაყოფილი ვარ შეხვედრითა და საუბრით, ისევე როგორც წინა საუბრებით. წინა საუბრებისა და ახლა გამართული საუბრის დროს გაკეთდა მნიშვნელოვანი შენიშვნები, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხებოდა. დავინახე, რომ რუსეთში ესმით რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობა. ამასთან ერთად მადლობა ღმერთს, რომ რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ დღევანდელი ჩვენი ურთიერთობები ეს არანორმალურია და არ არის მომგებიანი არც რუსეთისთვის და არც საქართველოსათვის", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები