მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უშუალოდ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას უხელმძღვანელებს, მიესალმება.
"იმ პირობებში, როდესაც ხორციელდება ამ ეპარქიაზე ე.წ აფხაზური ეკლესიის იურისდიქციის დამყარების მცდელობა, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება და მისი უწმინდესობის შეურყეველი საერთაშორისო ავტორიტეტი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნებას. როგორც ხშირად, ამჯერადაც საქართველოს ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის გადაწყვეტილება არის ყველაზე უფრო ადეკვატური და დროული ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან მიმართებაში", - ნათქვამია კახა კუკავას მოძრაობის განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, "თავისუფალი საქართველო" მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს საქართველოს ეკლესიის მიერ არჩეულ გეზს, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში.