სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მოგვილოცა. მე მივულოცე მეგობრულ ქართველ ხალხს უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებული ძალისხმევის დადებითი შეფასება ევროკომისიის მიერ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ;ში წერს.
„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მოგვილოცა. მე მივულოცე მეგობრულ ქართველ ხალხს უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებული ძალისხმევის დადებითი შეფასება ევროკომისიის მიერ.
მე მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის.
ასევე, დავაყენე საკითხი, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.