მიმაჩნია ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტად დავცილდით რუსულ პოლიტიკას. რას ვგულისხმობ? საუბარი რომ შევწყვიტეთ. განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-ს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
"ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებისათვის - ძალიანაც სწორია და მეტიც, თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ 2008 წლის ტრაგედია არ განმეორდეს", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე და საქართველოს მთავრობის მისამართით კითხვას სვამს - "თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს არ უნდა ვესაუბროთ და მასთან არავითარ ურთიერთობები არ უნდა გვქონდეს, მაშინ რატომ კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მზადაა დაიწყოს რუსეთთან დიალოგი? რატომ კეთდება ეს განცხადებები?", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე და საქართველოს ხელისუფლებას არაგულწრფელობაში ადანაშაულებს.
"მიმაჩნია, რომ აცხადებენ, რა ყოველივე ამის შესახებ ისინი არაგულწრფელნი არიან, იმიტომ, რომ ერთის მხრივ აკეთებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ აუცილებელი რუსეთთან საუბარი და მეორეს მხრივ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც რუსეთს ძალიან აღიზიანებს. პირდაპირ ვიტყვი - ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ჩვენ სულ უფრო და უფრო დავცილდით რუსულ პოლიტიკას. რას ვგულისხმობ? ჩვენ საუბარი მივატოვეთ", _ აცხადებს ბურჯანაძე.