ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, წერს ბოერლი.