კოლაბორაციონალიზმში ჩემი დადანაშაულებს ბრალდებებს ვერ დავეთანხმები და სიმართლე თუ გინდათ ნალებად მაინტერესებს ისეთი ადამიანების მიერ ჩემი მისამართით გამოთქმული ბრალდებები, რომელთა წყალობითაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარი იმყოფება. ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-ს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა საქართველოს კულტურის მინისტრის ნიკა რურუას მიერ მისი მისამართით გამოთქმული ამ ბრალდების კომენტირებისას.
მისივე თქმით, მართალია, შესაძლოა კულტურის მინისტრის მინისტრის ბრალი ყოველივე ამაში მინიმალურია, მაგრამ მათი წყალობით ვინც ჩვენს დღევანდელ მთავრობაშია მოხდა ის რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში - "იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ და თან არგუმენტირებულად შემიძლია ამის დასაბუთება, რომ თუკი ჩვენი მთავრობა ჭკვიანურად, ადეკვატურად და ღირსეულად მოქცეოდა ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო".
"რაც შეეხება კულტურის მინისტრის აღშფოთებას, მე ასევე მიმაჩნია, რომ იგი უნდა აღშფოთდეს მაშინ, როდესაც სრულიად გაუგებარ მიზეზთა გამო, გასულ წელს ააფეთქეს ძეგლი, რომელიც დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი და როდესაც სავსებით მოუმზადებელ აფეთქებას სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე და დასძენს, რომ კულტურის მინისტრმა უნდა ახსნას თუ რატომ ხდება საჭირო საერთოდ ძეგლების აფეთქება, მით უფრო ძეგლისა რომელიც დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება და სხვათაშორის არა მხოლოდ ქართველი მებრძოლების.
"თქვენ იცით რომ საქართველომ ამ ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა. ამიტომაც რა საჭიროა ამ ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფა? ვინმეს შეუძლია ეს ამიხსნას?", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.