რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ კირბალის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„არა, არ ვფლობ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი ინოფრმაცია არ მაქვს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
6 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლის გატაცების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, კიდევ ერთი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.