ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს.
ჰადას მეიცადის თქმით, ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
„ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილი გათავისუფლებისკენ.
ღრმა მწუხარებით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.
ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას“, - წერს ისრაელის ელჩი.