უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, გენადი ჩასტიაკოვი აფეთქების შედეგად დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, 39 წლის მაიორი საბრძლო მასალათან გაუფრთხილებელ მოპყრობას ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაღუპულის მეუღლე ამბობს, რომ აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მაიორმა საჩუქრად მიღებული ხელყუმბარების ფორმის სასმელი და ჭიქები გახსნა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ცნობით, ჩასტიაკოვს აჩუქეს ახალი ტიპის ხელყუმბარები, რომელთაგან ერთ-ერთი მაშინ აფეთქდა, როდესაც შვილს აჩვენებდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟიც.
თავად ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მისი თანაშემწე თავისი დაბადების დღეს ტრაგიკულ ვითარებაში დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ერთ-ერთ საჩუქარში იყო.