რუსეთი კლავს, ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
ფონ კრამონი ეხმიანება სოფელ კირბალთან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.
„რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში.
საქართველოს აქვს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება, იმისთვის, რომ იცოდეს, მოძალადის დამშვიდება არასდროს მუშაობს. ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.