შუაგულ ქართლში რუსებმა ერთი ქართველი მოგვიკლეს, მთავარია რუს ტურისტებს ცივი ნიავი არ მივაკაროთ, თორემ გვიტყაპუნონ თავში, დაგვხოცონ, ჩვენ ხომ ბეჩავები ვართ, - ამის სესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აგერ შუაგულ ქართლში რუსებმა ერთი ქართველი მოგვიკლეს, ერთი გაუტაციათ. მთავარია რუს ტურისტებს ცივი ნიავი არ მივაკაროთ, თორე გვიტყაპუნონ თავში, დაგვხოცონ ჩვენ ხო ბეჩავები ვართ.
ჯარის გაძლიერების ნაცვლად ტენდერების ატკატებს ინაწილებს მთავრობა. ვერავინ უნდა გვიბედავდეს ასე თუ სახელმწიფო ვართ!“ - წერს ალეკო ელისაშვილი.
სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქლაქე მოკლეს.