უარყოფით გადაწყვეტილებას ბევრი უარყოფითი შედეგი ექნება, შარშან მიღებული გადაწყვეტილება ბევრი განზომილებით არ იყო სწორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც სწორია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება, არის ის, რომ ქვეყანა უფრო წინაა, ვიდრე უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კიდევ ერთი-ორი კანდიდატი თუ წევრი ქვეყანა.
„მთავარი მიზეზი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების არის დამსახურება. საქართველომ კანდიდატის სტატუსი ყველაზე მეტად დაიმსახურა და ამის აღიარებას ველოდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.