აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ეწვია და ბაღდადში ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვდა.
მედიის ცნობით, შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
როგორც ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ერაყის პრემიერ-მინისტრთან კარგი და პროდუქტიული იყო.
ბლინკენის თქმით, ერაყის პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებების მიერ აშშ-ის სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმები სრულიად მიუღებელია.
მედიის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ასევე იმყოფებოდა აშშ-ის საელჩოში, სადაც მიაწოდეს ინფორმაცია აშშ-ის ობიექტების მიმართ შესაძლო საფრთხეების შესახებ.