დღეს, 22 დეკემბერს, სიღნაღში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლები საარჩევნი პროცედურებთან და პროცესების საჯაროობის საკითხებზე საკუთარ წინადადებებს წარადგენენ.
"რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. ეს არის საარჩევნო სისტემები, საარჩევნო კამპანიის წარმოების წესები და მისი დარღვევის შემთხვევაში სანქციების დაკისრების საკითხი", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.
ამასთან, შეხვედრას დაესწრება სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც, რომელიც მონაწილეებს გააცნობს რა ეტაპზეა ელექტრონული პირადობების გაცემის პროცესი.
შეგახსნებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით 15 პოლიტიკური პარტიისგან სამუშაო ჯგუფი ნოემბერში შეიქმნა.