კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა მივიღოთ, მაგრამ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ევროპული, ეროვნული ხელისუფლება, რაც შესაძლებელი იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„მჯერა, რომ მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომლის აუტანელ პირობებშიც მოსახლეობას უწევს ცხოვრება 11 წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რაც კიდევ უფრო დაგვახლოვებს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ დიდ ოჯახთან. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მყისიერად გავხდებით სრულფასოვანი წევრი დიდი ევროპული ოჯახისა, რადგან კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა მივიღოთ, მაგრამ როდესაც შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც არ გულისხმობს ევროპას თვისი ქმედებით, პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ევროპული, ეროვნული ხელისუფლება, რაც შესაძლებელი იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი გახდება ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი, დარწმუნებული ვარ, მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, მოგვარდება. თუკი ვინმე რევს, სახელმწიფოს ფესვებიდან გლეჯს, პირველ რიგში, არის ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი, ამას სჭირდება ჩანაცვლება“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.