უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი ისრაელში ჩავიდა.
ის პირველი უნგრელი ოფიციალური პირია, რომელიც ისრაელში , „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ჩავიდა.
უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ისრაელში მისი „სოლიდარობის ვიზიტია“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს. ახლა მე ვარ შეხვედრაზე ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რის შემდეგაც შევხვდები „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი უნგრეთის მოქალაქეების ოჯახებს“, – წერს ნოვაკი.