რამზან კადიროვის ვაჟი ადამი, რომელმაც გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად სცემა, დაინიშნა ჩეჩნეთის ლიდერის უსაფრთხოების სამსახურში "საპასუხისმგებლო თანამდებობაზე". ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა. წერს გამოცემა "მედუზა"
„ჩემი ძვირფასი ძმისშვილის ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა აბსოლუტურად კანონზომიერია. ადამ რამზანოვიჩმა ბავშვობიდან თავი გამოიჩინა, როგორც ღირსეულმა კაცმა, რომლისთვისაც პატივისა და ღირსების ცნებები პირველ ადგილზეა“, - წერს დელიმხანოვი და არ აკონკრეტებს რა თანამდებობაზეა საუბარი.
ამასთან, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმატ კადიროვის სახელობის სპეციალური პოლკის მეთაურმა ზამიდ ჩალაევმა თავის ინსტაგრამზე განმარტა, რომ კადიროვის 15 წლის ვაჟი დაინიშნა ჩეჩნეთის ლიდერის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რამზან კადიროვმა ადამს „ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის“ წოდება მიანიჭა.