გალის რაიონში მიმდინარე მოვლენების გამოყენებას რუსი ოკუპანტები საერთაშორისო ასპარეზზე შეეცდებიან.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ აფხაზი სეპარატისტების მიერ გალის ოკუპირებული რაიონის საზღვრების შეცვლის შეფასებისას აღნიშნა.
"საოკუპაციო რეჟიმი რეალურად ამ ქმედებებს იმიტომ ახორციელებს, რომ შემდეგ სავაჭრო თემად გადააქციონ, თითქოს ქართველები დაბრუნდნენ გალში და მთლიანად გალის ტერიტორია ჩასახლებულია ქართველებით, რასაც შემდეგ შეეცდებიან საერთაშორისო არენაზე გამოიყენონ", - აღნიშნა დავითაიამ.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს, როგორ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი გალის რაიონის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში აღდგენას ცდილობს. აღნიშნული გადაწყვეტილება სოხუმის რეჟიმმა მიიღოდა და გალის რაიონის ნაწილი ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონს მიუერთა.
არსებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების და აფხაზი სეპარატისტების გადაწყვეტილებით გალის რაიონში მხოლოდ ქართველ მოსახლებას დატოვებენ.