უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში არ შესულა, მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის გამოცემა The Economist-თან ინტერვიუს კომენტირებისას, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, ზელენსკიმ თქვა, რომ ვითარება არ შესულა ჩიხში.
„ვითარება არ არის ჩიხში. რუსეთი აკონტროლებს ცას. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სამხედროებზე. არავის სურს უბრალოდ მიატოვოს, როგორც რუსეთი ტოვებს თავის ხალხს, როგორც ხორცს...
როგორ დავძლიოთ ეს? F-16, ჩვენ უნდა დაველოდოთ, როდის დაასრულებენ ბიჭები სწავლას {თვითმფრინავის მართვის} , როდის დაბრუნდებიან. როცა ფრონტზე საჰაერო თავდაცვაა, სამხედროები წინ მიდიან და ტექნიკას იყენებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ გასულ წელს ყველას სჯეროდა, რომ უკრაინა ჩიხში იყო.
”რამდენიმე სამხედრო ხრიკი და გახსოვთ, ხარკოვის რეგიონი გათავისუფლდა.
ჩვენ არ გვაქვს დათმობის უფლება. რა არის ალტერნატივა? რა, დავთმოთ - ჩვენი სახელმწიფოს მესამედი? ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. ჩვენ ვიცით, რა არის გაყინული კონფლიქტი, ჩვენ თვითონ გამოვიტანეთ დასკვნები. ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით პარტნიორებთან, განვბლოკოთ ცა, მივცეთ ჩვენს მებრძოლებს შეტევითი მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე უარყო ინფორმაცია პარტნიორების მხრიდან მასზე ზეწოლის შესახებ, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
"ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება, რომელიც ემთხვევა უკრაინული საზოგადოების დამოკიდებულებას. დღეს ჩემზე ზეწოლას არავინ ახდენს. ეს ყველაფერი ომის დაწყებიდან და ომამდე ხდებოდა. დღეს არავინ ახდენს ჩემზე ზეწოლას ევროკავშირის, შეერთებული შტატების ლიდერების მხრიდან...
ჩვენ რომ ახლა დავსხდეთ რუსეთთან, ვისაუბროთ და რაღაც დავთმოთ - ეს არ მოხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
The Economist-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ, კერძოდ, თქვა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, როდესაც ვერც ერთი მხარე ვერ მიიწევს წინ, რადგან ისინი ტექნოლოგიურად თანაბრად არიან აღჭურვილი. მისივე თქმით, ეს მას პირველი მსოფლიო ომის მოვლენებს ახსენებს.