პენტაგონის პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების აზრით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება ჯერჯერობით თავიდან იქნა აცილებული.
„ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ ისრაელსა და ჰამასს შორისაა“, - განუცხადა BBC-ს პატრიკ რაიდერმა.
მან ეს კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ლიბანის შიიტური ისლამისტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განცხადება გააკეთა. ეს იყო მისი პირველი გამოსვლა 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ. ნასრალამ შეაქო ჰამასის მებრძოლები, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი დაჯგუფება კონფლიქტში მათ მხარეს მონაწილოებას არ მიიღებს.
კითხვაზე, წარმატებით შეაკავეს თუ არა „ჰეზბოლა“, რაიდერმა თქვა: ”ჩვენი მთავრობისა და ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი მიზანი იყო, რომ ის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო.”
”ჩვენ გავაგზავნეთ რეგიონში აშშ-ს ორი დამრტყმელი ჯგუფი, რათა გვქონდეს სხვადასხვა შესაძლებლობა იმ შემთხვევისთვის, თუ დაგვჭირდება რეაგირება მთელ რიგ გარემოებებზე.
ზოგადად, დიახ, უფრო ფართო რეგიონალური კონფლიქტის შეკავებას ვახერხებთ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას. ჩვენ არ ვცდილობთ ირანთან კონფლიქტს. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს მთელს რეგიონში. ჩვენ ორიენტირებული ვართ მის შეკავებაზე და რეგიონში სტაბილურობის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაზე“, - თქვა რაიდერმა.