საგიჟეთი აქვს ოპოზიციას, რა ქნან, როგორ „გაიპრავონ“ თავი არ იციან, ახლა რომ წერილს აგზავნიან ამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სად იყვნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ქალ ოპოზიციონერთა პოზიცია საერთოდ სიახლეა. მამაკაც ოპოზიციონერებს რას უწუნებენ ან ბატონ რომანს, რომელიც იბრძვის და იღწვის კანდიდატის სტატუსისთვის. ერთი სიტყვით, საგიჟეთი აქვს ოპოზიციას. რა ქნან, როგორ „გაიპრავონ“ თავი არ იციან. ახლა რომ გამოდიან და წერილს აგზავნიან ამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სად იყვნენ. სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ, მაშინ სად იყვნენ ქალ ოპოზიციონერთა გაერთიანება თუ რა ჩამოყალიბდა ახლა. მაშინ კანდიდატის სტატუსი არ უნდოდათ? არაფერი. ესენი მაშინაც მავნებლობდნენ, ახლაც. იციან ყველაფერი გააკეთა ქართულმა ხელისუფლებამ პრემიერის, პარლამენტმა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების წინაშე უნდა დადგეს ევროკომისია. ახლა იციან, კანდიდატის სტატუსს ველოდებით და უნდათ, არ ჩამორჩნენ ამ მატარებელს. გუშინწინ არ იყო, ერთმანეთს ამხელდნენ, შენ არ იყავი წინააღმდეგი, შენ იყავი წინააღმდეგი და ახლა რა შეიცვალა? ეს არის მათი მორალი, რომ ამორალურია. მათი პრინციპი, რომ უპრინციპობაა, აქაც კი ჩანს. ვურჩევდი, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ. საქმე გაკეთებულია, კანდიდატის სტატუსს საქართველო დამსახურებულად მიიღებს. უბრალოდ, ერთი თხოვნა გვექნება, ქალ და კაც ოპოზიციონერების მიმართ, ცოტა ხანი გაჩერდით. მიმართვას ვუკეთებ საქართველოს პრეზიდენტს, ცოტა ხანი გაჩერდით, გაჩუმდით. კანდიდატის სტატუსს საქართველო მიიღებს და მერე ალაპარაკდით, რაც გინდათ, ის ილაპარაკეთ. ამ შემთხვევაში მაინც დავანახოთ, რომ ერთიანები ვართ. ეს დაგვიანებულია მათი ქმედება, რომ გადაირჩინონ თავი. ქართულ სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად მმართველი პარტია ერთად ვიზეიმებთ კანდიდატის სტატუსს დეკემბერში. თუ უნდათ შემოგვიერთდნენ, ეს „ლუზერები“ და ნირწამხდრები. რეალურად თუ უნდოდათ კანდიდატის სტატუსი საბოტაჟს რატომ ეწეოდნენ, ქაოსში რატომ შეჰყავდათ ქვეყანა“, – აღნიშნა ზარქუამ.
საპარლამენტო ოპოზიციის 13 ქალი დეპუტატი ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავს.