ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადის ზრდის დაანონსებას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმი ტრადიციულად ბიზნესის დემონიზებით ცდილობს გადაფაროს და გაამართლოს გადასახადების ზრდა.
მისი თქმით, ქართული ოცნება ამ ქმედებაში საზოგადოებაში არსებულ მცდარ განწყობილებებს ეყრდნობა, იქნება ეს ბანკები, თუ ამ შემთხვევაში სათამაშო ბიზნესი, არ აქვს მნიშვნელობა.
„სიმართლე მდგომაროებს სხვა რამეში და ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ყველა ეს გადასახადის აწევა არ ურტყამს მხოლოდ იმ ბიზნესებს იმდენად, რამდენადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე გადატყდება.
ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს ზოგადად სამუშაო ადგილების შექმნისა და კეთილდღეობის ზრდის პროცესზე, ანუ ყველაზე მეტად ურტყამს გაჭირვებულ კლასს, ვითომ ვისზე ზრუნვითაც აკეთებენ ამ ყველაფერს. სინამდვილეში კი ხალხისა და ბიზნების ჯიბიდან იღებენ ფულს და საკუთარი ბიუროკრატიული მიზნებისთვის იყენებენ“ - თქვა გიგა ბოკერიამ.