ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამ რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსის მოცემა ვერ დაგვეხმარება ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რასაც პარტია დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, თავიდანვე ეუბნებოდა საზოგადოებას.
მისივე თქმით, რომც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, რაც ახლა უფრო შესაძლებელია, ეს ვერ დაგვეხმარება უსაფრთხოებისა და თავისუფლების მოსაპოვებაში, სანამ არ შევცვლით ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმს.
„ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები. მთელი ეს მოლოდინები, მით უმეტეს, საპარლამენტო ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის მხილებები და ბრალდებები ივანიშვილის პროპაგანდას ეხმარება.
ეს ყველაფერი არასწორი აქცენტების დასმა და არასწორი მოლოდინების გაჩენაა, ისევე როგორც, მილიონი ხელმოწერის შეგროვება და გულზე ხელის ბრაგუნი, რომ „მე ყველაფერს ვაკეთებ სტატუსისთვის“ - ოპოზიციას ამაში როლი არ აქვს. ჩვენ დღეს ეს რეჟიმი წარმოგვადგენს საერთაშორისო ასპარეზზე და ესენი უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მოვიპოვოთ“ - თქვა გიგა ბოკერიამ.