გეოპოლიტიკური მიზეზები თანაბრად მნიშვნელოვანია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და ბალკანეთის შემთხვევაში, გაწევრიანების პროცესი უნდა უზრუნველვყოთ ისე, რომ კანდიდატი ქვეყნები წლების განმავლობაში არ დარჩნენ ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.
„20 წლის წინ სალონიკში ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს დაჰპირდა, რომ ევროკავშირის კარი ღია იქნებოდა მათთვის, თუ ისინი შეასრულებდნენ შესაბამისს კრიტირიუმებს. 20 წლის წინ მშობლებს, რომლებმაც მაშინ ბავშვები გააჩინეს, იმედი ჰქონდათ, რომ მათი შვილები ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ისწავლიდნენ. მაგრამ ეს ბავშვები 18, 19 ან 20 წლის არიან ახლა და ამ ბავშვების მშობლების ოცნება არა თუ არ ასრულდა, არამედ გულახდილი რომ ვიყო, ზოგიერთ შემთხვევაში გაჩნდა იმედგაცრუება. მაგრამ გეოპოლიტიკური მიზეზები, რაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემთხვევაში არსებობს, თანაბრად მნიშვნელოვანია ბალკანეთის ქვეყნებთან. ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაწევრიანების პროცესი მოხდეს ისე რომ მთელი თაობა არ დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უპირატესობებში ადრეულ ეტაპზე, მანამდეც კი, სანამ მათი ქვეყანა გახდება სრულუფლებიანი წევრი. ის, რაც შეიძლება, პატარა ჟესტად ან წვრილმანზე ჩანდეს, შესაძლოა, უკეთესი ეფექტი ჰქონდეს, რადგან ეს გავლენას ახდენს ამ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგალითად, ავიღოთ სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიიდან, თუ მათ ან სტუდენტებს სერბეთიდან, თურქეთიდან მივცეთ უფლება, ისწავლონ ევროკავშირში ერასმუსის სტიპენდიებით“, – აღნიშნა ბერბოკმა.