საუბარი არ მომისმენია, მაგრამ ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და ცალმხრივად მიიღო კიდეც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მედიით გავრცელდა.
კობახიძის თქმით, რუსეთმა როგორც ცალმხრივად გააუქმა ფრენები, ასევე ცალმხრივად აღადგინეს.
„ერთადერთი, რითაც ხელისუფლებას ფრენების შეჩერება შეეძლო, ეს იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ყველაფერი დღესავით ნათელია. საუბრის შინაარსი რა არის, არ ვიცი და არ მომისმენია“, – განაცხადა კობახიძემ.