მე უკვე ისეთი იმუნიტეტი გამომიმუშავდა თავად ფარჩაკ ალუდას მანდატურების გარეშე ჩემთან ახლოს ჩავლაც ეშინია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის.
უამრავი შეტყობინება მივიღედ და ამას ძალიან ვაფასებ.
საერთოდ არ მიგრძვნია თავი შეურაცხყოფილად. მითუმეტეს დაჩაგრულად. ეს ჩემი სტილი არ არის. არც არავისი დაცვა მჭირდება, მითუმეტეს ქალობის ნიშნით. მშვენივრად ვიცავ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ყველას ვისაც დაცვა სჭირდება.
პოლიტიკაში მოვედი სრულად გაცნობიერებული ფაქტით რომ მრავალი ალუდა შემხვდებოდა გზად - რომელსაც თავს კი არ დავუხრიდი უბრალოდ სახეს ავახევდი. ჩემთვის არა, ყველა იმ ქალისთვის ვინც პოლიტიკაში მოსვლისგან თავს კოლექტიური ალუდების გამო იკავებს - თორემ მე უკვე ისეთი იმუნიტეტი გამომიმუშავდა თავად ფარჩაკ ალუდას მანდატურების გარეშე ჩემთან ახლოს ჩავლაც ეშინია.
უარესს წინ უნდა ელოდეს”, - წერს ანა წითლიძე.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს, თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს.