მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი, - ამის შესახებ გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
„მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა. ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალისა და მანდილის პატივისცემაზე“, - წერს იაგო ხვიჩია.
ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.