დღეს, 23 დეკემბერს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრები სიღნაღში გაემგზავრებიან.'
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიიდან აცნობეს, ჯგუფის წევრები სიღნაღში რამდენიმე დღე დარჩებიან, სადაც წლის ბოლო სხდომას გამართავენ.
შეხვედრაზე მხარეები საარჩევნო პროცედურებთან და პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს, თუმცა აქამდე მხარეებმა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე შეძლეს შეთანხმება.