პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას თუ განაგრძობს, ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის შესაძლო პოლიტიკური გააქტიურების საკითხს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება. ესეც მათი საქმეა. საბოლოო ჯამში, ამ პარტიასაც არავითარი წარმატების შანსი არ აქვს. რა თქმა უნდა, ისინი ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.