საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დასავლეთისგან, კერძოდ, აშშ-სგან მეტი აქტიურობა არის საჭირო.
"ხუთი წელია, რაც პრეზიდენტი ვარ და ვერ შევძელი ვერანაირი ფორმალური შეხვედრის ან სატელეფონო საუბრის გამართვა ჩემ დონეზე, პრეზიდენტთან ან ვიცე-პრეზიდენტთან. მესმის, რომ ამაზე უფრო სასწრაფო საკითხებიც არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო აქტიურად საჯაროდ თქმა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ამაზე საუბრობს აშშ, თუმცა ამის უმაღლეს დონეზე გახმოვანება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის", – განაცხადა პრეზიდენტმა.