ევროკომისიამ საჯარო კონსულტაციები დაიწყო, რომელთა მიზანია ვროკავშირის ხელთ არსებული საგარეო დახმარების ინსტრუმენტების და პროგრამების დასახვეწად, წინადადებების და მოსაზრებების შეგროვება.
კონსულტაციების პროცესის მონაწილეებმა უნდა იმსჯელონ და პასუხი გასცენ საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორისაა რამდენიმე სფეროში ევროკავშირის მიერ დამატებითი ფინანსური დახმარების მნიშვნელობა, პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ახალი ფორმები, ასევე, ის, თუ რამდენად ეფექტურია ევროკავშირის საგარეო თანამშრომლობა, როგორია მისი გავლენა და რამდენად ჩანს იგი.
ონლაინ კონსულტაციები ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის და ნიადაგს ამზადებს ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადებებისათვის, რომლებიც შეეხება 2013 წლის შემდეგ გასაწევი ფინანსურ დახმარებას და წარმოდგენილი უნდა იყოს 2011 წელს