საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში წმიდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მუდმივი დუაიენი, მონსინიორ კლაუდიო გუჯეროტი მიიღო.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის ორმხრივი ურთიერთობების თემატიკა განიხილეს, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.