ამ მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგემების რელიზაციაში, ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მაგისტრალი სერიოზულ წვლილს შეიტანს რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მინისტრებო, ძვირფასო მინისტრებო, კოლეგებო, მეგობრებო, ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით და მოწმეები ვართ ზალიან მნიშვნელოვანი ეტაპისა საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობისა ევროკავშირთან. ეს ხდება იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია პირველი ევროპის გლობალური კარიბჭის ფორუმი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართა. გლობალური კარიბჭე გახლავთ ევროკავშირის სტრატეგია, რომ დაუკავშირდეს სხვადასხვა ნაწილებს ევროკავშირში. ევროპული სტრატეგიაა, რომ ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკაში და სატრანსპორტო სექტორში და გააძლიეროს ჯანმრთელობის, განათლების და კვლევის სისტემები მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ გვიყვარს ამის თქმა, ძლიერები ვართ ერთად, მდგრადი განვითარების მეშვეობით. საქართველოში აღნიშნული სტრატეგია ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით, მისი საფლაგმანო პროექტების გათვალისწინებით, რომელიც მიბმულია საერთაშორისო დაკავშირებადობასთანაქ შედის აღნიშნული ჩქაროსნული მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი. ეს მაგისტრალი გახლავთ გაფართოებული ტრანს ევროპული სატრანსპორტო ქსელისა, რომელიც გვაძლევს რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს გაზრდილი დაკავშირებადობის მეშვეობით. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა აბრეშუმის ფორუმის დროს, ამ კვირაში, საქართველო მიისწრაფვის, რომ გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი და ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტებისა. აღნიშნული ინვესტიცია სერიოზულად სერიოზულად შევსებულია ევროკავშირის გრანტებით, რომლებიც მიბმულია საგზაო უსაფრთხოების ზომებს. ეს სერიოზულად შეიტანს წვლილს რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში. ამავე დროს, შეარბილებს რისკებს, რომელიც ასოცირებულია საგზაო მოძრაობასთან.
ჩვენ მადლობელი ვართ ევროპული საინვესტიციო ბანკის, რომელიც აფინანსებს აღნიშნულ ინვესტიციებს. ამ მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგემების რელიზაციაში, ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მინდა, გავიმეორო ციტატა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დელ ლაიენმა თქვა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“. მან გოეთეს ციტირება მოახდინა და განაცხადა, „ის, ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან“. მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა დავაკავშიროთ საქართველო ევროკავშირთან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.