„ომი ჩვენ არ გვინდა, ომი უნდა რუსეთს და „ქართული ოცნების“ მეშვეობით ჩართული ვიქნებით საომარ მოქმედებებში, როდესაც ეს გემები შემოვლენ ოჩამჩირის პორტში,“ - ამის შესახებ ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის მიზანია მრავალი კონფლიქტური კერის არსებობა, საქართველოს მთავრობა კი იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვება, რასაც პუტინი სთავაზობს.
ოჩამჩირის პორტი რუსებს სჭირდებათ. რამდენ გემს შემოიყვანენ აქ და რამდენს გაისვრის უკრაინის მიმართულებით, ეს ჩვენს მდგომარეობას არ ცვლის, იმიტომ, რომ ჩვენ მაინც ვიქნებით ჩართული საომარ მოქმედებებში.
ეს არის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას, იცავს ფარცხალაძეს, რომლის არის ეფ-ეს-ბე-ს თანამშრომელი. აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ხელისუფლება რამეს გააკეთებს რუსეთის საწინააღმდეგოდ, ეს არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ეს არ არის „ქართული ოცნება“, ეს არის რუსული ოცნება და ეს არის რუსული ხელისუფლება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა უნდა პუტინს და იმის შესრულებას აუცილებლად განახორციელებს „ქართული ოცნება“. ვხედავთ, რომ პუტინს აქვს პრობლემები და უნდა, რომ ჰქონდეს ბევრი დაძაბულობის კერა - საქართველოში, ისრაელში... ამიტომ ამ სიტუაციაში რუსეთის ქმედებები იქნება იმისთვის, რომ აქ დაძაბოს სიტუაცია," - განაცხადა მალაშხიამ.