საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობა ჯერ არ გამოკვეთილა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შოვის ტრაგედია უმძიმესი იყო მთელი საქართველოსთვის.
„გამოძიება მიმდინარეობს. უმძიმესი იყო ეს მთელი საქართველოსთვის. ერთი ადამიანის, სამწუხაროდ, არასრულწლოვნის, ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ, დღესაც არიან ჯგუფები, ტექნიკა მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ არ გამოკვეთილა ვინმეს ბრალეულობა, ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“, – განაცხადა გომელაურმა.