ევროპული საქართველოს გენერალური მდივანის, აკაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პარტიის პოზიცია უცვლელია და აღნიშნავს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს.
ბობოხიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება და საქართველოს ევროპული მომავალი ერთმანეთთან შეუთავსებელია.
„ამ ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსი არა თუ ფარატინა ქაღალდად დარჩება, არამედ შეიძლება გადაიქცეს ხაფანგად ჩვენი ქვეყნის დასავლური განვითარების გზაზე“ - თქვა აკაკი ბობოხიძემ.